ეს გემრიელი, ნატურალური სუფლე არა მხოლოდ დესერტად შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც უფროსებმა, ასევე ბავშვებმა, არამედ ძალიან გემრიელი იქნება ყავა, თუკი მასში ერთ კოვზ ამ სუფლეს ჩაუმატებთ – მიიღებთ გემრიელი გლასეს.
ინგრედიენტები:
0,5 ლ კეფირი ან გაწურული მაწონი;
1/3 ჭიქა უცხიმო არაჟანი;
1/4 (შეგიძლიათ, 1/2 ) ჭიქა შაქარი;
1 ს/კ ჟელატინი;
0,5 შეკვრა ვანილის შაქარი.
მომზადების წესი:
დაალბეთ ჟელატინი ცოტაოდენ წყალში, როცა გაფუვდება, შეათბეთ დაბალ ცეცხლზე, თან ურიეთ. არ აადუღოთ. შემდეგ გააგრილეთ.
კერფირი, არაჟანი, შაქარი და ვანილის შაქარი ათქვიფეთ მიქსერით დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში.
ისე, რომ არ შეაჩეროთ თქვეფა, დაუმატეთ რძიან მასას გაგრილებული ჟელატინი და კვლავ თქვიფეთ 3 წუთის განმავლობაში.
მიღებული მასა მაშინვე გაანაწილეთ სასურველ ჭურჭელში (მაგალითად, ბოკლებშ, ვაზებსა ან სხვა ფორმებში) და შედგით მაცივარში გამაგრებამდე (დაახლოებით 2-4 საათი).
მზა დესერტი მორთეთ სურვილისამებრ კენკრით, თხილით ან გახეხილი შოკოლადით.
რჩევა: შეგიძლიათ კეფირის (მაწვნის) რაოდენობა შეამციროთ და დაუმატოთ ნებისმიერი ხილის წვენი ისე, რომ არ შეცვალოთ სითხის საერთო რაოდენობა. ამ შემთხვევაში ხილის რძიან სუფლეს მიიღებთ.