რეცეპტები / ევროპული სამზარეულო / ბიფსტროგანოვი საქონლის ხორცით და ქამა სოკოთი
ბიფსტროგანოვი საქონლის ხორცით და ქამა სოკოთი
საქონლის ხორცის ბიფსტროგანოვი – ცნობილი კულინარიული შედევრია, რომელიც პირველად ფრანგმა მზარეულმა გრაფ სტროგანოვისთვის მოამზადა. 

ქართულად დაახლოებით ასე ითარგმნება “საქონლის ხორცი სტროგანოვულად”. დღეს ეს კერძი ძალიან პოპულარულია არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ მსოფლიოში და ეს ალბათ იმით არის გამოწვეული, რომ ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება, შედეგი კი უგემრიელესი აქვს.

ამჯერად ბიფსტროგანოვის ცოტათი განსხვავებულ რეცეპტს გთავაზობთ.


ინგრედიენტები 4-6 ულუფისთვის:


500 გ რბილი საქონლის ხორცი;

200 გ ქამა სოკო;

1-2 თავი ხახვი;

2 ს/კ არაჟანი;

1 ს/კ მდოგვი;

1 ს/კ ფქვილი;

200 მლ წყალი;

1 ს/კ ზეთი;

მარილი და პილპილი - გემოვნებით.


მომზადების წესი:


დაჭერით საქონლის ხორცი თხელ, მოგრძო ნაჭრებად, ხახვი – ნახევარწრეებად, ქამა სოკო – თხლად.


რჩევა: კარგი იქნება, თუკი სოკოს დასველებული ხელსახოცით გაასუფთავებთ ან დაამუშავებთ დანით. 


გარეცხვას მოერიდეთ – ის სწრაფად იწოვს წყალს და შემდეგ ტაფაზე დიდხანს მოგიწევთ წყლის აორთქლება.

მოხრაკეთ ხახვი ზეთში. დაუმატეთ სოკო და გააგრძელეთ მოშუშვა, სანამ სითხე არ ამოშრება. ამ ხნის განმავლობაში ცხელ ტაფაზე (აუცილებლად ცხელ ტაფაზე, თორემ ხორცი წვენს გამოუშვებს) დაალაგეთ ხორცი და შეწვით ყველა მხრიდან. 

როცა ხორცი დაიბრაწება, ტაფაშივე ჩაუმატეთ ფქვილი და სწრაფად ურიეთ. ხახვსა და სოკოს დაასხით წყალი, დაუმატეთ არაჟანი, მდოგვი და სანელებლები (მარილი, პილპილი).

გადაიტანეთ ხორცი სოკოს სოუსში და შუშეთ თავდახურულ ჭურჭელში, სანამ ხორცი კარგად არ დარბილდება.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა