რეცეპტები / აზიური სამზარეულო / წიწიბურა ხორცით ქოთანში – ასეთი რამ ჯერ არ გაგისინჯავთ
წიწიბურა ხორცით ქოთანში – ასეთი რამ ჯერ არ გაგისინჯავთ
წიწიბურა ხორცით – სასარგებლო და ნოყიერი ვახშმის შესანიშნავი ალტერნატივაა.

ინგრედიენტები 1 ქოთნისთვის:

100 გ საქონლის მჭლე ხორცი;

3 ს/კ წიწიბურა;

1 ცალი ხახვი;

1 ცალი პატარა სტაფილო;

მარილი და პილპილი.


მომზადების წესი:


დაგჭირდებათ 650 მლ-იანი თიხის ქოთანი. დაჭერით ხორცი პატარა ნაჭრებად, სტაფილო გახეხეთ, ხოლო ხახვი დაჭერით წმინდად. ქოთანში ჩაალაგეთ ხორცის ნაჭრები, მოაყარეთ ხახვი და გახეხილი სტაფილო. 


შემდეგ დაუმატეთ უმი წიწიბურა და დაასხით იმდენი წყალი, რომ წიწიბურას რომ დაფარავს კიდევ ორი თითის დადება მანძილი დარჩეს. მოაყარეთ მარილი გემოვნებით და სასურველი სანელებლები, დაახურეთ თავსახური და შედგით ღუმელში. მოამზადეთ 160 გრადუსზე 30-40 წუთის განმავლობაში.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა