სწრაფი, გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი კატლეტი ბავშვებისთვის.
საჭირო მასალა:
ქათმის ფილე - 1 კჰ
მდნარი ყველი - 3 კუბიკი
მწვანე ხახვი - 1 კონა
კვერცხი - 1 ცალი
არაჟანი - 3 სუფრის კოვზი
ნიორი - 2 კბილი
მომზადება:
აურიეთ ერთმანეთში ფარშირებული ფილე, მდნარი ყველი, ხორცსაკეპ მანქანაში გაატრებული ან დაბლენდერებული მწვანილი, ნიორი და მწვანე ხახვი. დაუმატეთ კვერცხი, არაჟანი, მარილი.
კარგად აურიეთ ხელით და მიეცით კატლეტებს მრგვალი ფორმა. შეწვით ზეთში.