რეცეპტები / გამორჩეული გემო / დღის გემო - შემწვარი მსხალი დარიჩინით
დღის გემო - შემწვარი მსხალი დარიჩინით
საჭირო მასალა:


8 ცალი პატარა ზომის გათლილი მსხალი
4 ჭიქა (1 ლ) წყალი
1 ჭიქა (200 გ) შაქარი
2 ფორთოხლის ცედრა და წვენი
1 ს/კ დარიჩინი



მომზადება:

მოათავსეთ მსხალი, წყალი, შაქარი, ფორთოხლის წვენი, ცედრა და დარიჩინი დიდ ქვაბში. ქვაბი 30 წუთით შემოდგით დაბალ ცეცხლზე, სანამ მსხლები არ დარბილდება. 

შემდეგ მსხლები ამოიღეთ წვენიდან და გვერდზე გადააწყვეთ. აუწიეთ ცეცხლს და წვენი ადუღეთ 10 წუთს. ისევ ჩააწყვეთ მსხლები წვენში. მიირთვით თბილი.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა