ხანდახან ისე ხდება, რომ სწრაფად გვაქვს რაიმე მოსამზადებელი ჩაისთვის – სტუმრებმა მოულოდნელად მოსვლა გადაწყვიტეს.
ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი სწრაფად გამოსაცხობი ფუნთუშებია. ამიტომაც გთავაზობთ ფუნთუშების 4 ექსპრეს-რეცეპტს.
1. ფუნთუშა იოგურტით
დაგჭირდებათ:
350 გ ფქვილი, 300 გ იოგურტი, 1 ს.კ ზეთი. 2 ჩ.კ შაქარი, 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი და 1,5 ჩ/კ მარილი.
მომზადება:
ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, მარილი გამაფხვიერებელი და შაქარი. ცალკე ჯამში ერთმანეთში აურიეთ იოგურტი და ზეთი, ნელ-ნელა შეურიეთ იოგურტის მასას ფქვილის მას. მოზილეთ ცომი, გადაიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, გაყავით 8-10 ნაწილად, მიეცით ფუნთუშების ფორმა და გადაიტანეთ პერგამენტდაფენილ ღუმელის ტაფაზე.
შეგიძლიათ ღუმელში შედგმამდე ფუნთუშები შაქარში ამოავლოთ. აცხვეთ 210-220 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში, დაბრაწვამდე. ამ ფუნთუშას ცომში შეგიძლიათ დაუმატეთო ჩირები, ვანილი და სხვა გულსართი თქვენი სურვილისამებრ.
2. რძეში მომზადებული ფუნთუშების სწაფი რეცეპტი
დაგჭირდებათ:
2 ჭიქა ფქვილი, 2/3 ჭიქა რძე, 1/3 ჭიქა ზეთი, 3 ჩ/კ გამაფხვერებელი, 1/2 ჩ/კ მარილი.
მომზადების წესი:
წინასწარ გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე. ფქვილში აურიეთ გამაფხვიერებელი და მარილი (თუ ტკბილი ფუნთუშები გნებავთ, დაუმატეთ გემოვნებით შაქარიც), შეურიეთ თხევადი ინგრედიენტები და მოზილეთ ცომი.
მიეცით ცომს დიდი ლავაშის ფორმა (3-4 სმ სიმაღლის) და ჭიქის ან სპეციალური ფორმების მეშვეობით ამოჭერით ცომისგან ფუნთუშები. აცხვეთ 20 წუთის განმავლობაში.
3. კარაქზე მომზადებული ფუნთუშების სწრაფი რეცეპტი
დაგჭირდებათ:
400 გ ფქვილი, 100 გ შაქარი, 250 გ კეფირი, 175 გ დარბილებული კარაქი, 3/4 ჩ/კ მარილი, 1/2 ჩ/კ გამაფხვიერებელი, 1/2 ჩ/კ სოდა.
მომზადების წესი:
გაახურეთ წინასწარ ღუმელიი 220 გრადუსზე. ფქვილი ჩაცერით ჯამში და დაუმატეთ გამაფხვიერებელი, სოდა, მარილი, აურიეთ და დაუმატეთ დარბილებული კარაქი. აქენით ჩანგლით. დაუმატეთ კეფირი და მოზილეთ ცომი.
გააკეთეთ ცომისგან 2 გუნდა. გააბრტყელეთ თითოეული 3-4 სმ სიმაღლის ლავაშად და ამოჭერით სასურველი ფორმები. აცხვეთ პერგამენტაფენილ ტაფაზე 12-15 წუთის განმავლობაში.
4. საფუვრიანი ფუნთუშების სწრაფი რეცეპტი
დაგჭირდებათ:
20-25 ს/კ ფქვილი, 1 ჭიქა რძე, 1/4 ჭიქა ზეთი, 1/2 ჭიქა წყალი, 1,5 ჩ/კ მშრალი საფუარი, 1/2 ჩ/კ მარილი, შაქარი გემოვნებით.
მომზადების წესი:
წყალში გახსენით საფუარი, ჩაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი და გააჩერეთ სითბოში გაფუებამდე. თუ ძალიან გეჩქარებათ, შეგიძლიათ ჭიქა, რომელშიც წყალში გახნილი საფუარი იქნება, ჩადგათ თბილ წყლიან ჯამში.
ჩართეთ ღუმელი 200 გრადუსზე. საფუვრიანი მასა ჩაასხით დიდ ჯამში, დაუმატეთ რძე, ზეთი, შაქარი და მარილი, მოურიეთ და თანდათანობით ჩააყარეთ ფქვილი. მოზილეთ ცომი. უნდა მიიღოთ ნაზი, რბილი და არაწებოვანი ცომი.
გაყავით ცომი დაახლოებით 50 გრამიან ბურთულებად, გააბრტყელეთ თითოეული 2 სმ სისქის ლავაშებად და გადაიტანეთ ცხიმწასმულ ტაფაზე. ჩანგლით გაუკეთეთ გისოსები თითოეულ ფუნთუშას, გააჩერეთ 5 წუთი და შედგით გახურებულ ღუმელში 12-15 წუთი. გამომცხვარ ფუნთუშებს სწრაფად გადაუსვით ფუნჯის მეშვეობით ცივი წყალი და გაახვიეთ ჩაის ტილოში.