რეცეპტები / თევზეული - ზღვის ნობათი / მოგბეზრდათ ერთფეროვნება - თევზის უგემრიელესი კატლეტი
მოგბეზრდათ ერთფეროვნება - თევზის უგემრიელესი კატლეტი
საჭირო მასალა:

თევზი - 400 გრ
კვერცხი - 1 ცალი
ხახვი - 1 ცალი
პური - 80 გრ
ფქვილი - 2 ს.კ.
რძე - 100 გრ
ზეთი, მარილი, შავი პილპილი

მომზადება:

თევზის ფილე, კანისა და ფხებისგან გაცლილი, შეურიეთ კვერცხს და დაჭრილ ხახვს. ყველაფერი ბლენდერით ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, ან ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.

პურის გული რძეში დაალბეთ. მერე გაწურეთ, ფარშს დაუმატეთ და აურიეთ. თუ ფარში მშრალი და სქელი მოგეჩვენებათ, ცოტა რძე დაამატეთ, რომელშიც პური გქონდათ ჩალბობილი.

ბოლოს დაამატეთ ცოტა ზეთი, მარილი და პილპილი. ფარში კარგად აურიეთ, მოამრგვალეთ, ამოავლეთ ფქვილში და შემდეგ ზეთში შეწვით.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა