რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ბანანის ტორტი - გემრიელი და მარტივი
ბანანის ტორტი - გემრიელი და მარტივი
საჭირო მასალა:

შაქარი - 150 გ
შესქელებული რძე - 1/2 ქილა
კვერცხი - 2 ცალი
გამაფხვიერებელი - 1 ჩ.კ.
კაკაო - 4-5 ს.კ.
არაჟანი - 200 გ
ფქვილი - 1.5 ჭიქა


კრემი:

ნაღები 35 % - 400 მლ
შაქრის პუდრი - გემოვნებით
ვანილი
ბანანი - 5 ცალი


მომზადება:

შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, კაკაო და შაქარი. შემდეგ დაუმატეთ კვერცხი, შესქელებული რძე და არაჟანი. ყველაფერი კარგად აურიეთ, გადაიტანეთ ქაღალდ ჩაფენილ 15-18 სმ დიამეტრის ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

გაციების შემდეგ, ბისკვიტს თანაბრად შემოვაჭრათ გვერდები ან ზემოდან ავაჭრათ თხელი ფენა, რომელსაც დავფხვნით და გასაფორმებლად გამოვიყენებთ. ბისკვიტზე დაალაგეთ დაჭრილი ბანანი.


კრემის მომზადება

ათქვიფეთ ნაღები შაქრის პუდრასთან და ვანილთან ერთად. როგორც კი კრემი გასქელდება და ფორმას მიიღებს, თქვეფა შეწყვიტოთ. მიღებული კრემი ქუდივით დაადეთ ბისკვიტს ზემოდან, ისე, რომ ბანანები მთლიანად დაიფაროს. ზემოდან გააფორმეთ ბისკვიტის ნაფხვენებით. ტორტი უმჯობესია რამდენიმე საათი მაცივარში გააჩეროთ.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა