რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ლიმონის მუსი – არომატული და პიკანტური დესერტი
ლიმონის მუსი – არომატული და პიკანტური დესერტი
საჭირო მასალა:


წყალი – 2 ს/კ;
ჟელატინი – 1 ჩ/კ;
კარაქი – 110 გ;
შაქარი – 3/4 ჭიქა;
ლიმონის ცედრა – 3 ს/კ;
ლიმონის წვენი – 1/2 ჭიქა
მწიკვი მარილი;
6 კვერცხის გული;
მაღალპროცენტიანი ნაღები – 1,5 ჭიქა;
შაქარი – 2 ს/კ.


მომზადების წესი:


1. პატარა ჯამში ჩაალბეთ წყალში, გააჩერეთ დაახლოებით 10 წუთი.

2. ამ ხნის განმავლობაში გაადნეთ კარაქი ქვაბში. 

3. გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ შაქარი, მარილი, ლიმონის წვენი და ცედრა. ყველაფერი კარგად აურიეთ და სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხის გული, დადგით დაბალ ცეცხლზე და თან ურიეთ.

4. ხარშეთ მასა გასქელებამდე, დაახლოებით 8-10 წუთი. არავითარ შემთხვევაში არ მიიყვანოთ ადუღებამდე. თუკი ორთქლს აუშვებს, მაშინვე გადადგით გაზიდან 20 წამით, ცოტა შეაგრილეთ და კვლავ დააბრუნეთ ცეცხლზე.

5. როგორც კი მასა გასქელდება, შეურიეთ ჟელატინი. გააგრილეთ მასა ოთახის ტემპერატურაზე, პერიოდულად ურიეთ. 

6. ათქვიფეთ ნაღები შაქართან ერთად ჰაეროვანი, სქელი მასის მიღებამდე, ნახევარი შეურიეთ ლიმონის მუსს, ნაზად ამოურიეთ, რათა ნაღები არ შედგეს. გაანაწილეთ მიღებული მასა 4-6 ფუჟერში, ზემოდან მორთეთ დარჩენილი ნაღებით.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა