რეცეპტები / ევროპული სამზარეულო / საოცრად გემრიელი მწვანე სოუსი სპეციალურად სალათებისთვის
საოცრად გემრიელი მწვანე სოუსი სპეციალურად სალათებისთვის
ავოკადოს ეს ძალიან გემრიელი სოუსი არა მხოლოდ პიკანტურ და საოცარ გემოს შესძენს სალათებს, არამედ ძალიან სასარგებლოც არის.


მისი მომზადება შეგიძლიათ ნებისმიერი თხილეულითა და მწვანილით და თუკი კონსისტენციას შეუცვლით არა მხოლოდ სალათებზე მოსასხმელად გამოგადგებათ, არამედ უბრალოდ პურზე წასასწმელადაც, რის შედეგადაც უგემრიელეს და ნოყიერ ბუტერბროდს მიიღებთ.


მომზადების წესი:


გაფცქვენით ავოკადო და გამოაცალეთ კურკა. მოათავსეთ ბლენდერში რბილობი და ერთ მუჭა დაჭრილი ოხრახუში ან სხვა სასურველი მწვანილი. 

დაუმატეთ ერთი ცხარე წიწაკა ჩილი და ერთი ლიმონის წვენი, ასევე ნახევარი ჭიქა ნიგოზი, ან სხვა ნებისმიერი თხილი, ცოტაოდენი წყალი, 3-4 ს/კ ზეთი, მარილი, 1-2 კბილი ნიორი და სანელებლები გემოვნებით.

ყველაფერი ერთად კარგად დააბლენდერეთ. სოუსის სისქე არეგულირეთ წყლის რაოდენობით. თუკი ცოტა თხელი გინდათ, დაუმატეთ წყალი. სოუსი მზად არის.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა