ინგრედიენტები:
250 მლ 3.5 %-იანი
რძე;2 ს/კ
ლიმონის წვენი;
გამდნარი კარაქი - 125 გრ;
1 კვერცხი;
ფქვილი 250 გრ;
გამაფხვირებელი 10 გრ;
მწიკვი მარილი;
შაქარი 150 გ.
ნებისმიერი კენკრა ან ჯემი მოსართავად.
მომზადების წესი:
რძეში ჩაუმატეთ ლიმონის წვენი, გამდნარი კარაქი და 1 კვერცხი. კარგად ათქვიფეთ.ცალკე ჯამში გაცერით ფქვილი და 10 გ გამაფხვიერებელი, დაუმატეთ მწიკვი მარილი და 150 შაქარი.
ფქვილის მასას დაუმატეთ რძის მასა და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მომზადებული ცომი ცოტა ხანს გააჩერეთ.
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. ცომი გაანაწილეთ კექსის ფორმებში, ოღონდ მთლიანად არ გაავსოთ. მოსართავად გამოიყენეთ ნებისმიერი კენკრა ან ჯემი.
შედგით ფორმები ღუმელში და აცხვეთ, სანამ არ დაიბრაწება. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.