საჭირო მასალა:
ჟელატინი - 30 გ
წყალი - 260 მლ
კულინარიული საღებავი, წითელი ან ვარდისფერი
შაქრის პუდრი - 450 გ +4 ს.კ
კულინარიული ვარდის წყალი - 4 ჩ.კ
ფსტა (ფისტაშკა) უმარილო - 4-5 ს.კ
სახამებელი - 1 ჩ.კ
მომზადება:
საშუალო ზომის ფორმას (20სმ / 20 სმ ან მიახლოებითი ზომის) კარგად წაუსვით ზეთი. წყალს დაამატეთ შაქრის პუდრა და ვარდის წყალი. დადგით დაბალ ცეცხლზე და გაადნეთ შაქარი, ამ დროს ხშირად ურიეთ. ხარშეთ მინიმალურ ცეცხლზე 20 წუთი, ამ შემთხვევაში უკვე მორევის გარეშე.
შემდეგ გადმოდგით, დაამატეთ ჟელატინი და რამდენიმე წვეთი საღებავი, რომ სიროპმა ნაზი ვარდისფერი მიიღოს.
ფსტა მოხალეთ და გაანაწილეთ ფორმაში. დაასხითსიროპი და დატოვეთ 24 საათი ოთახის ტემპერატურაზე. თავზე გადააფარეთ ცელოფანი ან ხელსახოცი.
მეორე დღეს შეურიეთ ერთმანეთს პუდრა და სახამებელი. ნაწილი მოაფრქვიეთ მაგიდაზე. დანის წვერით შემოუარეთ ფორმაში გამაგრებულ დესერტს და გადმოაბრუნეთ მაგიდაზე. დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, თან დანა მუდმივად წმინდეთ ნოტიო ხელსახოცით.
ამოავლეთ ნაჭრები პუდრისა და სახამებლის ნარევში და დატოვეთ მაგიდაზე 1 საათი. შემდეგ გადაიტანეთ კოლოფში და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.
* საღებავის ნაცვლად სიროპს ფერი შეგიძლიათ მურაბით მისცეთ.