რეცეპტები / აზიური სამზარეულო / ლაჰმაჯუნი - აღმოსავლური პიცა საოცარი გემოთი
ლაჰმაჯუნი - აღმოსავლური პიცა საოცარი გემოთი
საჭირო მასალა:

საფუვრიანი ცომი - 1300 გრ
საქონლის ფარში - 300 გრ
პომიდორი - 2 დიდი
ხახვი - 1 ცალი
ოხრახუში - 1 კონა 
ნიორი - 1 კბილი
მარილი, წიწაკა - გემოვნებით


მომზადება: 

ფარშს შევურიოთ წვრილად დაჭრილი ხახ, ნიორი და ოხრახუში. ასევე კანიანად დაჭრილი პომიდორი. დაუმატეთ მარილი და პილპილი და აურიეთ. 


უკვე გაფუებული ცომი დაყავით საშუალო ზომის გუნდებად და გააჩერეთ ცოტა ხანი, რომ თავიდან ამოფუვდეს. შემდეგ გააბრტყელეთ ძალიან თხლად და, ზევიდან წაუსვით 1-3 კოვზამდე შეზავებული ფარში და გააჩერეთ გახურებულ ღუმელში რამდენიმე წუთით. 


მზა ლაჰმაჯუნებს ზევიდან დაალაგეთ, თხლად დაჭრილი ლიმონის რამდენიმე ნაჭერი და წინასწარ გამზადებული კიტრი-პომიდორის სალათა, შეზავებული ხახვითა და გახეხილი ყველით. გადაახვიეთ და მიირთვით.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა