
თურმე ყავა, რომ გემრიელი გამოგვივიდეს მოდუღებისას სასიამოვნო რამეზე უნდა იფიქროთ.
რეცეპტის მიხედვით, 1 ჭიქაზე 2 ჩაის კოვზ ყავას და გემოვნებით შაქარს იყენებენ. მოათავსეთ ჯეზვეში, დაასხით წყალი და ძალიან დაბალ ცეცხლზე შემოდგით. ეს ცოტა ხანგრძლივი პროცესია და სჯობს რაიმე სასიამოვნოზე იფიქროთ.
გურმანების აზრით, ჯეზვეში ინგრედიენტების კოვზით მორევა არ ღირს. როცა ყავა ქაფს წამოიღებს, კოვზით მოხადეთ და ჭიქაში გადაიტანეთ, ყავა კი კვლავ ცეცხლზე დააბრუნეთ. როცა ქაფი ხელახლა გაჩნდება, ყავა ფინჯანში გადაასხით.
თურქული ყავის მთავარი საიდუმლო ისაა, რომ ქაფი არ უნდა "გაგექცეთ", ყავა კი არ უნდა ადუღდეს. ყავასთან ერთად, აუცილებლად უნდა მიიტანოთ წყალი.
მთავარი რჩევაა, რომ ჯეზვე აუცილებლად ვიწროყელიანი უნდა იყოს.