რეცეპტები / აზიური სამზარეულო / ფახლავას ყველაზე ძველი და გამოცდილი რეცეპტი
ფახლავას ყველაზე ძველი და გამოცდილი რეცეპტი

საჭირო მასალა:

 

კვერცხი - 5 ცალი

მარგარინი - 400 გრ

მაწონი -1 ჭიქა

სოდა - 1 ჩკ

ვანილი - 2 შეკვრა

მარილი- 1/4 ჩკ

ფქვილი - 4 ჭიქა

შაქარი - 2 ჭიქა

თხილიანნიგოზი - 1 ჭიქა

ქიშმიში - 1 ჭიქა

 

მომზადება:

ათქვიფეთ მიქსერით 400 გრ მარგარინი, დაუმატეთ 4 კვერცხის გული, 1 ჭიქა მაწონი, 1 ჩკ სოდა, ვანილი, მარილი და 400 გრ ფქვილი. გააჩერეთ ცომი მაცივარში 1 სთ.

გულსართის მომზადება:

ამოიყვანეთ 5 კვერცხის ცილა, ნელ-ნელა ჩააყარეთ 2 ჭიქა შაქარი, ვანილი, 1 ჭიქა დაჭრილი თხილი და 1 ჭიქა ქიშმიში.

გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, გაყავით 3 ნაწილად და გააბრტყელეთ.

ჩააფინეთ პირველი ფენა ცხიმმოსმულ ჟარონაზე, ზემოდან წაუსვით მომზადებული ბეზეს ნახევარი, დააფინეთ მეორე ფენა და გაიმეორეთ იგივე.

ბოლო ფენას წაუსვით რძეში გათქვეფილი კვერცხი, ჩაჭერით რომბისებურად და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა