რეცეპტები / აზიური სამზარეულო / აჯაფსანდალი ღუმელში – ნაცნობი კერძი განსხვავებულად!
აჯაფსანდალი ღუმელში – ნაცნობი კერძი განსხვავებულად!
ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):

4 ბადრიჯანი;
2 ხახვი;
1 კგ კარტოფილი;
2 ტკბილი წიწაკა;
4 პომიდორი;
5-6 კბილი ნიორი;
1 კონა ქინძი;
1 კონა რეჰანი;
4 ს/კ ზეთი;
მარილი და პილპილი;
50 მლ წყალი.

მომზადების წესი:

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე; კარტოფილი გაფცქვენით. ბადრიჯანი დაჭერით კუბიკებად. წიწაკა დაჭერი მოგრძო ნაჭრებად. პომიდორი დაჭერით 4 ნაწილად.

სქელძირიან ქვაბში ჩაასხით ზეთი და გააცხელეთ. ჩაყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და მოხრაკეთ საშუალო ცეცხლზე 2 წუთის განმავლობაში. 

დაუმატეთ კარტოფილი და ხრაკეთ 3-4 წუთი. დაუმატეთ ბადრიჯანი, წიწაკა, მოურიეთ და შუშეთ ცეცხლზე 3-4 წუთი. ჩაუმატეთ დაჭრილი პომიდორი, ჩაასხით წყალი, მოაყარეთ მარილი, დააფარეთ თავსახური და შედგით ღუმელში 20 წუთი.

შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან ქვაბი და მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი, ნიორი და შავი პილპილი, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ 10 წუთი თავდახურულ ჭურჭელში.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა