რეცეპტები / მსუბუქი კერძები - საუზმეული / სპაგეტი მილანურად - მარტივი და გემრიელი საუზმე
სპაგეტი მილანურად - მარტივი და გემრიელი საუზმე

საჭირო მასალა:


300 გრამი სპაგეტი, 

მარილი, წიწაკა, 

2 სუფრის კოვზი კარაქი, 

1 თავი ხახვი, 

2 სუფრის კოვზი ფქვილი, 

1 ჭიქა წყალი, 

3 სუფრის კოვზი ტომატის პასტა, 

1/4 ჩაის კოვზი ხმელი სუნელები, 

200 გრამი ლორი, 

100 გრამი სოკო.


მომზადების წესი: 

სპაგეტი მარილიან წყალში მოხარშეთ, წყალი გადაწურეთ. ტაფაზე კარაქი გაადნეთ, დააყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ოდნავ მოშუშეთ და დაამატეთ ფქვილი, კარგად აურიეთ და კიდევ 2-3 წუთი მოშუშეთ. 


ტაფა ცეცხლიდან გადმოდგით და ნელ-ნელა წყალი, შემდეგ კი ტომატი და ხმელი სუნელები დაამატეთ, აურიეთ და ტაფა კვლავ ცეცხლზე შემოდგით. 


მიღებული მასა მიიყვანეთ ადუღებამდე, თან ურიეთ, ვიდრე არ შესქელდება. ეს მასა დაასხით თეფშზე მოთავსებულ სპაგეტის და სუფრასთან ისე მიიტანეთ. 



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა