საჭირო მასალა:
260 გ მწარე შოკოლადი
130 გ დარბილებული კარაქი
125 გ შაქრის პუდრა
5 გ ვანილის შაქარი
6 კვერცხი
280 გ შაქარი
130 გ ფქვილი
250 გ გარგარის კონფიტიური
მომზადების წესი:
130 გ შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ. ცალკე გათქვიფეთკარაქი და შაქრის პუდრა, სანამ გათეთრდება.
დაუმატეთ ვანილის შაქარი, დამდნარი შოკოლადი და კვერცხის გულები. გააგრძელეთ თქვეფა.
75 გ შაქრის და კვერცხის ცილებისგან კარგი ბეზეს მასა მოამზადეთ. შოკოლადიან მასას ძალიან ფრთხილად შეურიეთ ჯერ ბეზე, შემდეგ კი გაცრილი ფქვილი და ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ტორტის ფორმაში მოათავსეთ. ბისკვიტი გამოაცხვეთ 175 გრადუს ტემპერატურაზე.
გააცხელეთ კონფიტიური და საცერზე გაატარეთ, წაუსვით გაგრილებული ბისკვიტი შუაშიც და ირგვლივაც 4-6 წუთის განმავლობაში ხარშეთ 125 მლ წყალი და 1 ჭიქა შაქარი დაუმატეთ დარჩენილი შოკოლადი, შეაგრილეთ და ტორტს მთლიანად წაუსვით.