საჭირო მასალა:
შაქარი- 250 გ
ფქვილი- 200 გ
კაკაო 3 ს.კ + მოსაყრელად
სოდა- 1 ჩ.კ
კვერცხი- 4
ვანილი, მწიკვი მარილი
არაჟანი- 7 ს.კ
შავი შოკოლადი- 250 გ
წყალი - 150 მლ
კარაქი- 250 გ
ხსნადი ყავა- 1 ს.კ
კრემის მასალა:
შოკოლადი- 300 გ
კარაქი- 300 გ
ნაღები- 35 % 500 გ
შაქრის პუდრი- 50 გ
მომზადება:
გაახურეთ ღუმელი 175 გრადუსზე. 25 სმ მრგვალ ფორმას წაუსვით კარაქი და მოაფრქვიეთ ფქვილი.
თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, კაკაო, შაქარი, ვანილი, მწიკვი მარილი და სოდა.
ცალკე ქვაბში შეურიეთ წყალი, ყავა, შოკოლადი და კარაქი. გაათბეთ დაბალ ცეცხლზე, შემდეგ კარგად მოურიეთ, რომ ინგრედიენტები ერთმანეთს შეერიოს და ერთგვაროვან მასად იქცეს.
სანამ ეს ნარევი გაცივდება, ათქვიფეთ კვერცხი და არაჟანი. შემდეგ ნაწილ-ნაწილ შეურიეთ შოკოლადიანი ნარევი. შემდეგ, სილიკონის ნიჩბის ან ხელის სათქვეფის დახმარებით შეურიეთ ფქვილიანი ნარევი.
გადაიტანეთ ცომი ფორმაში და გამოაცხეთ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში.
შოკოლადის კრემი:
ცეცხლზე გაათბეთ ნაღები და შეურიეთ დაჭრილი შოკოლადი. კარგად გახსენით და შედგით მაცივარში გასაციებლად 2-4 საათი.
შემდეგ დიდ თასში ათქვიფეთ დარბილებული კარაქი და შაქრის პუდრა. შეურიეთ შოკოლადის მასაში.
ბისკვიტი გაყავით ორ ნაწილად. პირველ ფენას წაუსვით კრემის 1/3. დაადეთ მეორე ფირფიტა და საკონდიტრო ტომრის მრგვალი თავის დახმარებით მორთეთ ტორტი როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
წაუსვით კრემი გვერდებზეც. ზემოდან კი მოაყარეთ კაკაო.