საჭირო მასალა:
500 გ 20%-იანი არაჟანი
ცოტა ლიმონის ცედრა
2 კვერცხი
180 გ შაქარი
2 გრ ვანილი
250 გ ოთახის ტემპერატურის კარაქი
მომზადება:
ერთმანეთში აურიეთ არაჟანი, ვანილი, ცედრა, ფქვილი და შაქარი. ხარშეთ ორთქლის აბაზანაზე მანამ, სანამ არ გასქელდება. შემდეგ გადმოდგით და კარგად გააცივეთ.
ათქვიფეთ კარაქი და ნელ-ნელა შეაზილეთ კრემი.