მინანქარი არა მხოლოდ აძლიერებს დესერტის გემოს, არამედ მას უფრო ფაფუკსა და წვნიანს ხდის.
თითოეულ დესერტს თავისი მოსასხამი უხდება. გასწავლით მინანქრის რამდენიმე რეცეპტს:
1. შოკოლადის მოსასხმელი
ეს კლასიკური, უნივერსალური მინანქარია და მისი მომზადება ძალიან მარტივია. მინიმალური ინგრედიენტებით შოკოლადის მაქსიმალურ გემოს მიიღებთ. მოუხდება ბისკვიტს, ფენოვან და ფხვიერ ცომსაც.
ინგრედიენტები:
100 გ კარაქი;1 ს/კ კაკაოს ფხვნილი;200 გ შედედებული რძე.
მომზადების წესი:
1.აიღეთ ორი ქვაბი: ერთი მოზრდილი, მეორე უფრო პატარა.
2.დიდ ქვაბში მოათავსეთ პატარა ქვაბი. ჩაასხით დიდ ქვაბში წყალი და დადგით ცეცხლზე (ისე, რომ პატარა ქვაბი წყალში აღმოჩნდეს).
3.პატარა ქვაბში მოათავსეთ დაჭრილი კარაქი, დაუმატეთ კაკაო და შედედებული რძე. კარგად ურიეთ (შეგიძლიათ, მიქსერითაც) და ყურადღებით იყავით, რომ მასა არ ადუღდეს.
4.იმისათვის, რომ მინანქარი კარგად გაუჯდეს ბისკვიტს, თბილ-თბილი მოასხით ასევე თბილ ბისკვიტს.
2. შაქრის სიროფი
დაატკბობს ნაკლებშაქრიან ბისკვიტს, ასევე კარგად დანამავს მას.
ინგრედიენტები:
250 გ შაქარი;250 მლ. წყალი;1 ჩ/კ ლიმონის წვენი;ვანილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
აადუღეთ ქვაბში წყალი, დაუმატეთ შაქარი და ურიეთ, სანამ შაქარი მთლიანად არ გადნება.აადუღეთ სიროფი, შემდეგ კი დაუმატეთ ვანილი და ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ. გააგრილეთ სიროფი და მოასხით ის ბისკვიტს ან სხვა დესერტს.
3. ყავისა და კონიაკის დასანამი
ეს დასანამი “უფროსების დესერტებისთვის” არის.ყავის ნაზი არომატიც და კონიაკის სიმწარე საოცარ გემოს მიანიჭებს დესერტს.
ინგრედიენტები:
250 მლ წყალი; 2 ს/კ დაფქული ყავა; 200 გ შაქარი; 1 ს/კ კონიაკი.
მომზადების წესი:
1. ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, დაასხით 125 მლ წყალი, დადგით ცეცხზლე და მიიყვანეთ ადუღებამდე, თან ურიეთ, რათა შაქარი მთლიანად გადნეს.
2.დარჩენილ წყალში მოხარშეთ ყავა. როცა ყავა ადუღდება, დადგით ჯეზვე ქურასთან ახლოს.
3. 15-20 წუთში გადაწურეთ ყავა და ჩაასხით ის ცხელ სიროფში, დაუმატეთ კონიაკიც. ყველაფერი კარგად აურიეთ.
4. მზა სიროფი გააგრილეთ და დანამეთ დესერტი.
4. წითელი მოცხარის მოსასხმელი
ის უხდება სხვადასხვა დესერტს, დაწყებული ქაფქეიქებით, ტორტებით დამთავრებული – ყველას.განსაკუთრებით გემრიელია არაჟნის კრემთან ერთად.
ინგრედიენტები:
125 მლ მოცხარის სიროფი; 2 ს/კ შაქარი; 250 მლ წყალი.
მომზადების წესი:
ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ შაქარი და მოცხარის სიროფი (შეგიძლიათ გამოიყენოთ მურაბის წვენი). დადგით ცეცხლზე და თან შეუჩერებლად ურიეთ.მიიყვანეთ ადუღებამდე და შემდეგ ცოტა ადუღეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება. მზა სეროფი გააგრილეთ და მოასხით სასურველ დესერტს.
5. ლიმონის მინანქარი
მათაც კი, ვისაც არ უყვარს ტკბილეული, სათანადოდ დააფასებენ ლიმონის მინანქრიან ნამცხვარს.
ინგრედიენტები:
250 მლ წყალი (ადუღებული); 1/2 ლიმონი; 3 ჩ/კ შაქარი; ვანილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
ქვაბში ჩაასხით ადუღებული წყალი, დაუმატეთ ნახევარი დაჭრილი ლიმონი, შაქარი და ვანილი. დადგით ცეცხლზე და შეუჩერებლად ურიეთ, სანამ შაქარი არ გადნება.შემდეგ გამორთეთ ცეცხლი, გააგრილეთ, გადაწურეთ და ბოლომდე გააცივეთ.
6. ალუბლის მინანქარი
უხდება არა მხოლოდ ფუნთუშებსა და ნამცხვრებს, არამედ ზოგიერთი სახეობის ხილსაც. ასევე ნაყინსა, და ორცხობილებს.
ინგრედიენტები:
85 მლ ალუბლის წვენი; 2 ს/კ შაქარი; 4 ს/კ კონიაკი; 145 მლ წყალი.
მომზადების წესი:
ალუბლის წვენს დაუმატეთ შაქარი, კონიაკი და წყალი, დადგით ცეცხლზე და ურიეთ, სანამ შაქარი არ გადნება.მომზადებული სიროფი გააჩერეთ, შემდეგ კი მოასხით სასურველ დესერტს.
7. ანანასის მინანქარი
თუკი გსურთ დესერტს მიანიჭოთ განსაკუთრბული სიმსუბუქე და ეგზოტიკური არომატიც, ანანასის მინანქარი მოამზადეთ.
ინგრედიენტები:
100 მლ ანანასის სიროფი (შეგიძლიათ გამოიყენოთ საკონსერვებული ანანასის წვენი); 1 ჩ/კ ლიმონის წვენი; 1/2 ჩ/კ კონიაკი; 50 მლ წყალი.
მომზადების წესი:
1.ქვაბში ჩაასხით ანანასის სიროფი, დაუმატეთ წყალი, ლიმონის წვენი და კონიაკი.
2.ყველაფერი კარგად აურიეთ და დადგით ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში (არ მიიყვანოთ ადუღებამდე).
3.მზა სიროფი ბოლომდე გააცივეთ, შემდეგ კი მოასხით სასურველ დესერტს.
8. ფორთოხლის მოსასხმელი
ეს საოცრად არომატული მოსასხმელი არა მხოლოდ ძალიან მოუხდება დესერტებს, არამედ მათ ლამაზ ნარინჯისფერსაც მიანიჭებს.
ინგრედიენტები:
ერთი ფორთოხლის კანი; 125 მლ ფორთოხლის წვენი; 50 გ შაქარი.
მომზადების წესი:
1.ფორთოხლის კანი გახეხეთ წვრილ სახეხზე;
2.ქვაბში ჩაასხით ფორთოხლის წვენი, დაუმატეთ შაქარი და გახეხილი ცედრა. დადგით ცეცხლზე და ხარშეთ შაქრის ბოლომდე გახსნამდე.
3.დაუკელით ცეცხლს და ადუღეთ კიდევ 15 წუთი, სანამ სიროფი არ გასქელდება (მასაში უნდა განახევრდეს).
4.გადმოდგით ცეცხლიდან და თბილი ბისკვიტით გააჯერეთ ბისკვიტი.
9. ლიქიორისა და კონიაკის მოსასხმელი
სახელწოდება უკვე ყველაფერზე მეტყველებს. დასანამის მთავათი ინგრედიენტები – თქვენი საყვარელი ლიქიორი და კონიაკია.
ინგრედიენტები:
60 მლ წყალი; 5 ს/კ შაქარი; 7 ს/კ ლიქიორი (ნებისმიერი სახეობის); 1 ჩ/კ კონიაკი; ვანილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
1. ჩაყარეთ ქვაბში შაქარი, დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე და შაქრის ბოლომდე გადნობამდე.
2. მომზადებული სიროფი გააცივეთ, დაუმატეთ ლიქიორი, კონიაკი და ცოტაოდენი ვანილი. ყველაფერი კარგად აურიეთ და გააჯერეთ ბისკვიტი ამ არომატული დასანამით.
10. რძიანი მოსასხმელი
ძალიან ნაზი და არომატული დასანამია, რომელიც ნებისმიერ დესერტს არა მხოლოდ საოცარ გემოს შესძენს, არამედ სითეთრესაც შეჰმატებს.
ინგრედიენტები:
400 მლ შედედებული რძე; 450 მლ წყალი (ადუღებული); ვანილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
1. ქვაბში ჩაასხით შედედებული რძე, დაუმატეთ ადუღებული წყალი, ვანილი და ყველაფერი კარგად აურიეთ. დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
2. გააცივეთ სიროფი და მოასხით ბისკვიტებს.