საჭირო მასალა:
ბისკვიტისათვის:
8 კვერცხის ცილა, 200გ შაქარი, 0.5 ჭიქა ლიმონის ცუკატები, მწიკვი დარიჩინი, 150 გ დათლილი ნუში, 40 გ ფქვილი.
კრემისთვის:
250 მლ რძე, 150 გ შაქარი, 30 გ ვანილი, 2 კვერცხის გული, 300 გ კარაქი, 40 გ ატმის ან გარგარის ჯემი, ცოტა კონიაკი.
მოსართავად:
დათლილი ნუში, 1 ფილა შოკოლადი, ცოტა რძე.
მომზადების წესი:
კვერცხის ცილა ძალიან კარგად ათქვიფეთ. ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი. როდესაც ბეზეს მასა ერთგვაროვანი და მყარი გახდება, დაუმატეთ დარიჩინი, ნუში და ფქვილი. ცომი გაყავით ექვს ნაწილად და 24-25 სმ-იანი ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ფორმაში ძალიან თხელ ფენად მოათავსეთ. თითოეული ფენა გამოაცხვეთ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე დაახლოებით 8-10 წუთის განმავლობაში.
რძის 2/3 ნაწილი აადუღეთ, დანარჩენი აურიეთ ვანილთან, შაქარს და კვერცხის გულებთან ერთად. შემდეგ ფრთხილად გახსენით მდუღარე რძეში, თან ურიეთ. როდესაც კრემი ადუღებამდე მივა, გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ.
გაგრილებულ კრემს შეათქვიფეთ დარბილებული კარაქი და კონიაკი. ფენებს წაუსვით ჯერ ჯემი, შემდეგ კი კრემი. ბოლო ფენას ზემოდან და გვერდებზე წაუსვით კრემი, მორთეთ დამდნარი რძიანი შოკოლადით და გვერდებზე მოაყარეთ დათლილი ნუში.