
საჭირო მასალა:
ასკილის ნაყოფი - 30 ცალი
ლიმონი - 1/2
თაფლი - გემოვნებით
წყალი - 1 ლ
მომზადება:
დაჩეჩქვეთ ასკილის ნაყოფი, დაასხით გარეცხილ ასკილს ცივი წყალი და დატოვეთ 20 წუთის განმავლობაში.
შემდეგ დადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. ხარშეთ - 3-5 წუთი.
ამის შემდეგ ნაყენი გადმოდგით და ცოტა გააგრილეთ. ჩაამატეთ თაფლი და დაჭრილი ლიმონი.
მირთმევის წინ აუცილებლად გაწურეთ.