საჭირო მასალა:
კომბოსტო - 2 კგ
სტაფილო - 400 გ
ნიორი - 4 კბილი
ზეთი - 150 მლ
ძმარი 9% - 75 მლ
შაქარი - 100 გ
მარილი - 2 ს/კ
დაფნის ფოთოლი - 4 ცალი
შავი პილპილის მარცვალი - 5-6 ცალი
წყალი - 0,5 ლ
მომზადება:
დაჭერით კომბოსტო, გახეხეთ სტაფილო და დაჭერით ნიორი თხელ ფირფიტებად. ყველაფერი ეს მჭიდროდ ჩატენეთ ქილაში (ეს მასალა დაახლოებით 3 ლიტრიან ქილას ეყოფა).
ჩაასხით ქვაბში მარინადისთვის საჭირო ყველა კომპონენტი და ადუღეთ დაახლოებით 5 წუთი. შემდეგ გააგრილეთ და ფრთხილად ჩაასხით კომბოსტოიან ქილაში.
თუკი კომბოსტოს საღამოს ჩადებთ, დილით ის უკვე მზად იქნება.