იმისათვის, რომ მოამზადოთ ცუკატები სახლის პირობებში, განსაკუთრებული კულინარიული ნიჭი საჭირო არ არის.
საკმარისია შეაგროვოთ ციტრუსის ცედრა და მიმართოთ ერთ მარტივ ხრიკს. განსაკუთრებით უყვართ ცუკატები ბავშვებს, რადგან ისინი გემრიელთან ერთად, ლამაზი და ფერადია.
ცუკატები შეგიძლიათ მოამზადოთ ფორთოხლის, ლიმონის, გოგრის, გრეიპფრუტის, ვაშლის, ალუბლის, ანანასის, ჯანჯაფილის, მანგოსა და პაპაიასგან.
სახლში მომზადებული ცუკატების რეცეპტი:
ინგრედიენტები:
500 გ ფორთოხლის/გრეიპფრუტის ცედრა;
300 გ შაქარი;
400 მლ წყალი;
100 გ შაქრის პუდრა.
მომზადების წესი:
დაალბეთ წყალში ერთი დღით 3-5 ფორთოხალი/გრეიპფრუტი. ასე ცედრას სიმწარე მოშორდება.
დაჭერით კანი სასურველ ფორმებად, სამკუთხედებად ან მოგრძო ნაჭრებად (დაახლოებით 1-1,5 სმ).
აიღეთ ქვაბი, ჩაასხით მასში წყალი და ჩაყარეთ შაქარი. დადგით ნელ ცეცხლზე და ურიეთ, სანამ შაქარი მთლიანად არ გადნება. მიიღებთ ტკბილ სიროფს.
ჩაყარეთ სიროფში დაჭრილი ცედრა.
ისევ დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და შემდეგ საშუალო ცეცხლზე ხარშეთ 7-10 წუთი.
8 საათის შემდეგ კვლავ გაიმეორეთ მთელი პროცესი, ანუ ისევ ადუღეთ სიროფში ცუკატები.
შემდეგ ამოიღეთ, დააწყეთ ცხაურზე, ან საწურზე, რათა ზედმეტი სიროფი დაიწუროს.
შემდეგ გადაიტანეთ ცუკატები ღუმელის პერგამენტდაფენილ ტაფაზე. შედგით 50 გრადუსზე გაუხრებულ ღუმელში 5-6 საათით. თუკი ამ ხნის შემდეგ მოგეჩვენათ, რომ ცუკატები მზად არ არის, დატოვეთ ისინი გამორთულ ღუმელში მთელი ღამით.
მზა ცუკატები შეინახეთ ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში, მაცივარში. მეტი სიტკბოსთვის მოაყარეთ ცუკატებს შაქრის პუდრა.