რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ყავის ტორტი „შარლოტა“ - გამორჩეული გემოთი და არომატით
ყავის ტორტი „შარლოტა“ - გამორჩეული გემოთი და არომატით

საჭირო მასალა:


კვერცხი - 12

შაქარი - 2 ჭიქა

ფქვილი - 3 ჭიქა

სოდა+ლიმონის წვენი - 2 ჩ.კ

თაფლი - 3 ს.კ

კაკაო - 1 ს.კ

ხსნადი ყავა - 1 ს.კ


კრემი:


მოხარშული შესქელებული რძე - 1 ქილა

შესქელებულირძე - 1ქილა

კარაქი - 300 გ

ვანილი - 1 ცალი

ხსნადიყავა - 1 ს.კ


მომზადება:


ათქვიფეთ ცილისგან მკვრივი ბეზე. დაუამატეთ შაქარი, შემდეგ სათითაოდ კვერცხის გულები, სოდა ლიმონის წვენით, თაფლი და ბოლოს ფქვილი. ცომი გაყავით სამ ნაწილად, ერთს დაუმატეთ ყავა, მეორეს კაკაო, მესამეს ვანილი.

გამოაცხეთ ქაღალდჩაფენილ თუნუქის ფურცელზე, 180 გრადუსზე სამ ფენად.


კრემი:


ათქვიფეთ კარაქი, შეურიეთ მოხარშული და ჩვეულებრივი შესქელებული რძე. დაუამატეთ ვანილი და ყავა.

სამივე ფენას წაუსვათ კრემი, შუაში თეთრი ბისკვიტი მოაქციეთ. ზედა ფენას, კრემის შემდეგ დაჭრილი მოხალული ნიგოზი ან თხილი მოაყარეთ და შოკოლადით გააფორმეთ.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა