რეცეპტები / სასმელი / მსუბუქი, გემრიელი, სასარგებლო და წონაში დასაკლები ჯანჯაფილის ლიმონათი
მსუბუქი, გემრიელი, სასარგებლო და წონაში დასაკლები ჯანჯაფილის ლიმონათი
ჯანჯაფილის ლიმონათი  უმარტივესი მოსამზადებელია და ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. 

გარდა იმისა, რომ ის გემრიელია, ამ სასმლის მეშვეობით ხელს შეუწყობთ ორგანიზმიდან ტოქსინებისა და წიდების გამოდევნას, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება თქვენს წონაზე.

დაგჭირდებათ:

ადუღებული წყალი – 1 ლ;
ჯანჯაფილი – 70 გ;
ლიმონი - 1 ცალი;
ფორთოხალი – 1 ცალი;
პიტნა – 10 ფოთოლი;
თაფლი – გემოვნებით.

მომზადების წესი:

კარგად გარეცხეთ და გაასუფთავეთ ჯანჯაფილის ფესვი. გახეხეთ მსხვილ სახეხზე და ჩაყარეთ გრაფინში, რომლითაც გსურთ, რომ  და მიიტანოთ სუფრასთან ლიმონათი. შემდეგ დაასხით ჯანჯაფილს ანადუღარი წყალი. 

იმისათვის, რომ ჯანჯაფილს არ დაეკარგოს თავისი სასარგებლო თვისებები, წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცხელი (არ უნდა აჭარბებდეს 80 გრადუსს). შემდეგ გაჭერით ფორთოხალი შუაზე. ერთი ნახევარი დაჭერით პატარა ნაჭრებად და ჩაყარეთ გრაფინში. 

მეორე ნახევრისგან კი გამოწურეთ წვენი და ასევე ჩაუმატეთ ლიმონათს. იგივე გააკეთეთ ლიმონითაც. ლიმონი და ფორთოხალი შეამსუბუქებს ჯანჯაფილის მკვეთრ, პიკანტურ არომატს.

ხოლო იმისათვის, რომ ლიმონათს ოდნავი სიმწარე შესძინოთ, შეგიძლიათ, დატოვოთ გრაფინში ციტრუსის გაწურვისას ჩავარდნილი კურკები. სულ ბოლოს დაუმატეთ ლიმონათს თაფლი, პიტნა და ყინული.ჯანჯაფილის ლიმონათი მზად არის! შეგიძლიათ მიიტანოთ სუფრასთან.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა