რეცეპტები / ცომეული / თევზის ღვეზელი “ოქროს თევზი” - გააოცეთ ოჯახი კულინარიული სასწაულით
თევზის ღვეზელი “ოქროს თევზი” - გააოცეთ ოჯახი კულინარიული სასწაულით

არომატულ თევზის ღვეზელი არა მხოლოდ უგემრიელესია, არამედ ძალიან ლამაზი და ორიგინალური ფორმისაც. ერთი სიტყვით, მისი მომზადება ნამდვილად ღირს, თუკი გსურთ, ოჯახის წევრები რაიმე განსაკუთრებული კერძით ასიამოვნოთ და გააოცოთ.

საჭირო მასალა:

2 ქილა თევზის კონსერვი

0,5 ჭიქა ბრინჯი

2 მაგრად მოხარშული კვერცხი

1 თავი ხახვი

2 შეკვრა (1000 გ) მზა ფენოვანი უსაფუვრო ცომი.

50 გ კარაქი

მარილი და პილპილი გემოვნებით;

კვერცხი ზემოდან წასასმელად.


მომზადების წესი:

მოხარშეთ ბრინჯი, ოღონდ არა ბოლომდე, აჯობებს ცოტა მოუხარშავი იყოს. გადაავლეთ ცივი წყალი, რომ ფანტია გახდეს. წვრილად დაჭერით ხახვი და მოხრაკეთ კარაქში შევარდისფრებამდე. დაუმატეთ დაჭრილი, მოხარშული კვერცხი და თითქმის მოხარშული ბრინჯი. კარგად აურიეთ.

ცომი ცოტათი გააბრტყელეთ, მოაყარეთ ფქვილი და გადაკეცეთ შუაზე, ამოჭერით ცენტრი (ეს იქნება თევზის ნახევარი). გადაიტანეთ ამოჭრილი ცომი ღუმელის გამოსაცხობ ტაფაზე, რომელზეც წინასწარ პერგამენტის ქაღალდს დააფენთ.

გააბრტყელეთ მეორე ცომი, ნაწილი დაჭერით 1,5 სმ-ის ზოლებად – ეს ღვეზელის გვერდები იქნება. ერთი კვერცხი ათქვიფეთ 1 სუფრის კოვზ წყალთან ერთად და ფრთხილად წაუსვით ამოჭრილი თევზის კიდეებს და მიაკარით ცომის ზოლები. შედეგად უნდა მიიღოთ თევზის ტანი.

გადაიტანეთ ტაფაზე დაფენილ ცომზე ბრინჯი კვერცხით, ზემოდან კი გაანაწილეთ ჩანგლით გაქნილი თევზის კონსერვი. დარჩენილი ცომისგან გააკეთეთ თევზის კუდი და თავი, ასევე დაჭერით ცომი წრეებად, რათა გააკეთოთ თევზის ქერცლი. 

ააწყვეთ თევზი, დააფიქსირეთ დეტალები ათქვეფილი კვერცხით. ბოლოს კი მთლიან ღვეზელს გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთი.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა