საჭირო მასალა:
საქონლის ხორცი - 500გრ
ბრინჯი - 2 ჩაის ჭიქა
დაჭრილი ხახვი - 200გრ
სტაფილო - 500გრ
ზეთი, მარილი და პილპილი - გემოვნებით
სუნელები - გემოვნებით
მომზადება:
საქონლის ხორცი დავჭრათ კუბიკებად და ზეთში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად. ხორცი რომ დარბილდება, დავამატოთ მსხვილად დახეხილი სტაფილო და ვშუშოთ სანამ სტაფილო ფერს შეიცვლის.
შემდეგ დავამატოთ მარილი, შავი წიწაკა, ცოტა ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი და 5 ჭიქა წყალი.
წამოდუღების შემდეგ ჩავყაროთ ბრინჯი. სანამ წყალი დაშრება ერთხელ ამოვურით და ზემოდან ჩავარჭოთ 4-5კბილი ნიორი. დაველოდოთ წყლის დაშრობას და ფლავიც მზად არის.