რეცეპტები / წვნიანები / თევზის წვნიანი პომიდვრით
თევზის წვნიანი პომიდვრით

საჭირო მასალა:

300 გ თევზი, სასურველია თავიანად

3 ცალი კარტოფილი

1 ცალი სტაფილო

1 კონა კამა

1 კონა ოხრახუში

6 მარცვალი შავი პილპილი

4-5 მაცვალი ბაჰარი

3 ცალი დაფნის ფოთოლი

3 თავი ხახვი

1 სავსე ს.კ. ცომატ-პასტა

1ს.კ. ზეთი

მარილი, ძმარი-გემოვნებით

მომზადების წესი:

თევზი მოათავსეთ 1,5-2 ლ ცხელ მარილწყალში და ხარშეთ, როდესაც თევზი ჩაიშლება, საწურში გადაწურეთ, წვენი უკან, ქვაბში დააბრუნეთ და ჩაამატეთ ბაჰარი, პილპილის მარცვლები, კამისა და ოხრახუშის დაჭრილი ძირები, დაფნის ფოთლები, საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი კაროფილი და სტაფილო. 

ქვაბი დაადგით საშუალო ცეცხლზე. სანამ წვნიანი იხარშება, წვრილად დაჭერით ხახვი და 1 ს.კ. ზეთში მოშუშეთ, დაუმატეთ ტომატ-პასტა და 1 წუთში გადმოდგით ცეცხლიდან. როდესაც კარტოფილი მოიხარშება, ჩაუმატეთ ტომატ-პასტასთან ერთად მოშუშული ხახვი და კიდევ 1-2 წუთი ხარშეთ, დააყარეთ დაჭრილი კამა, ოხრახუში და გადმოდგით ცეცხლიდან.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა