სასარგებლო / პრაქტიკული რჩევები / 6 წესი კარტოფილის პიურე ნაზი და ჰაეროვანი რომ გამოგივიდეთ
6 წესი კარტოფილის პიურე ნაზი და ჰაეროვანი რომ გამოგივიდეთ
1. დიდხანს ნუ დატოვებთ გაფცქვნილ, უმ კარტოფილს ცივ წყალში. 

2. ჩაყარეთ კარტოფილი ადუღებულ მარილწყალში. სხვაგვარად ზედა ფენა უფრო სწრაფად მოიხარშება და მასში არსებული სახამებელი შაქრად გადაიქცევა.

3. არ დაასხათ კარტოფლს ბევრი წყალი, ის ოდნავ უნდა ფარავდეს ბოსტნეულს. ხარშეთ საშუალო და მეტიც, დაბალ ცეცხლზე თავდახურულ ჭურჭელში.

4. სანამ ჩაჭყლიტავდეთ, კარტოფილი უნდა გააშროთ. ამისათვის გადაწურეთ წყალი, ქვაბში მოათავსეთ მხოლოდ კარტოფილები, დადგით კვლავ დაბალ ცეცხლზე თავდახურული ჭურჭლით და გააჩერეთ 2-3 წუთი, რათა თავისსავე ორთქლში ჩაიხარშოს.

5. კარტოფილის პიურეს უნდა დაუმატოთ ცხიმი (მაგალითარ კარაქი – 200-300 გრამი 1 კგ კარტოფილზე – ნუ დაინანებთ!) და რომელიმე რძის პროდუქტი (რძე, ნაღები ან ნაღები და კეფირი ერთად). ფრანგულ რეცეპტში კვერცხის გულებსაც უმატებენ. 

6. კარტოფილი უნდა ჩაჭყლიტოთ სპეციალური საჭყლეტით და არამც და არამც ბლენდერით. ტორემ წებოვან მასას მიიღებთ.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა