საჭირო მასალა:
უცხიმო ხაჭო - 200 გრ.
შესქელებული რძე - 1 ქილა
თაფლი - 1 ს.კ.
ქოქოსის ბურბუშელა - 200 გრ
ნუში - 30 ც
მომზადება:
აურიეთ ხაჭო და სხვა ინგრედიენტები ერთმანეთში, კარგად ათქვიფეთ. ჩაის კოვზით გააკეთეთ ბურთულები ისე, რომ ბურთის შიგნით მოხალული ნუშის თხილი მოექცეს. შემდეგ ამოსვარეთ ქოქოსის ბურბუშელაში. გააჩერეთ მინიმუმ 1 საათი მაცივარში. ნუშის გარსის ადვილად გასაცლელად, შეგიძლიათ დაასხათ ცხელი წყალი, ცოტახანს გააჩერეთ და გარსი ადვილად გაძვრება.