საჭირო მასალა:
ქათმის ფილე - 200 გრ
ყველი - 100 გრ
„სუხარიკები“ - 200 გრ
სალათის ფურცლები - 100 გრ
პომიდორი - 100 გრ
კვერცხი - 2 ცალი
ზეითუნის ზეთი - 1 სუფრის კოვზი
ნიორი - 2 კბილი
მდოგვი - 1 ჩაის კოვზი
მარილი, წიწაკა გემოვნებით - გემოვნების და სურვილის მიხედვით
ცეზარის სოუსი (იყიდება სუპერმარკეტებში) - გემოვნებით
მომზადება:
ცეზარის ძირითადი ინგრედიენტი ქათმის ფილეა. ფილეს მომზადების ორი მეთოდი არსებობს. პირველი - ზეითუნის ზეთში შებრაწოთ დაახლოებით 10 წუთით. მეორე - მოხარშოთ მარილიან წყალში, დაახლოებით 20 წუთით.
მომზადებული ფილე შეგიძლიათ, დაჭრათ ან ხელით დაკუწოთ. მეორე ვარიანტი სალათის უფრო მარტივი ვარიანტისთვის გამოდგება.
ასევე აუცილებელი ნაწილია „სუხარიკები“. შეგიძლიათ, სახლში მოამზადოთ - ღუმელში დაახლოებით 175 გრადუს ტემპერატურაზე, 15-20 წუთში, ან მშრალ ტაფაზე „გამოაშროთ“.
ორიგინალური „ცეზარისთვის“ „სუხარიკები“ შეგიძლიათ ზეითუნის ზეთზეც მოამზადოთ, ნივრის დამატებით. შედეგად მას ნივრის სასიამოვნო არომატი მიეცემა.
შემდეგ მოამზადეთ დანარჩენი ინგრედიენტები. მოხარშული კვერცხი დაჭერით. პომიდორი ჯობს შუაზე გაჭრათ და არა უფრო წვრილად (პატარა პომიდვრები აირჩიეთ). შემდეგ დაუმატეთ შემშრალი სალათის ფურცლები. სალათის ფურცლები შეგიძლიათ, ხელით დაკუწოთ.
ახლა მოამზადეთ სოუსი. ამისთვის დაგჭირდებათ ზეითუნის ზეთი, ნიორი, მდოგვი, მარილი, წიწაკა და ლიმონის წვენი. შეგიძლიათ, ცოტა მაიონეზიც დაუმატოთ, მაგრამ არ არის აუცილებელი. ასევე შეიძლება, სალათი „ცეზარის“ მზა სოუსი გამოიყენოთ.
შემდეგ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ. ჯერ ქათმის ფილესა და სალათის ფურცლებს მოასხამთ სოუსი. მერე დაამატებთ პომიდორს, კვერცხს და „სუხარიკებს“. შეგიძლიათ, ზემოდან ყველიც მოახეხოთ.