რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / შოკოლადის ტორტი 10 წუთში - ეს რეალობაა
შოკოლადის ტორტი 10 წუთში - ეს რეალობაა
საჭირო მასალა:

100 გ ფქვილი;
100 გ შოკოლადი;
100 გ შაქარი;
50 გ კარაქი;
3 კვერცხი;
1 ჩ.კ. სოდა;
1 ქილა “ნუთელა”.

მომზადების წესი:

კარაქი და შოკოლადი გაადნეთ წყლის აბაზანაზე.კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე;

კვერცხისა და შაქრის მასას ჩაუმატეთ ფქვილი ისე, რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა. უნდა მიიღოთ ფაფუკი მასა. გაგრილებული გამდნარი შოკოლადი და კარაქი ჩაასხით ფქვილის მასაში, კარგად აურიეთ და დაუმატეთ სოდა ძმრით. 

აცხვეთ მიკროტალღურ ღუმელში 5 წუთის განმავლობაში. მიღებული ბისკვიტი გაჭერით 3 ნაწილად. თითოეულს წაუსვით “ნუთელას” კრემი, ზემოდანაც გადაუსვით შოკოლადი. შეგიძლიათ მოაყაროთ გახეხილი შოკოლადი.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა