რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ტირამისუს ყველაზე მარტივი და გამოცდილი რეცეპტი
ტირამისუს ყველაზე მარტივი და გამოცდილი რეცეპტი

საჭირო მასალა:

მასკარპონე (იტალიური ნაღების ყველი) - 500გ

შაქრის პუდრა - 100გ

კვერცხი - 4 ცალი

ჰაეროვანი ბისკვიტის ორცხობილა „სავოიარდი“

1 ჭიქა მაგარი ყავა ესპრესო (ან ხსნადი ყავა)

კონიაკი ან ყავის ლიქიორი

კაკაოს ფხვნილი ზემოდან მოსაყრელად


მომზადების წესი:

კვერცხის ცილები და გულები გააცალკევეთ. კვერცხის გულები და შაქარი კარგად გათქვიფეთ. ხის კოვზით შეაზილეთ მასკარპონე და დაუმატეთ კვერცხისა და შაქრის ნაზავი. 

ცალკე კარგად ათქვეიფეთ კვერცხის ცილა, სანამ ჰაეროვან მასად იქცევა და დაუმატეთ მომზადებულ მასას.

ცალკე ჯამში ერთმანეთს შეურიეთ კონიაკი და ყავა და მასში ამოავლეთ ორცხობილები, შემდეგ კი  დაალაგეთ ერთ ფენად. ზემოდან გადაუსვით მომზადებული კრემი და ასე გააგრძელეთ ბოლომდე.  

ბოლო ფენას წაუსვით კრემი და მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი. მომზადებული ტირამისუ შედგით მაცივარში 6-7 საათით.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა