საჭირო მასალა:
მდნარი ყველი - 300 გრ
კარტოფილი - 300 გრ
სტაფილო - 70 გრ
კამა - 30 გრ
კვერცხი - 1 ცალი
მანანის ბურღული - 1 ს.კ.
კარაქი - 20 გრ
მარილი - გემოვნებით
მომზადება:
ქვაბში ჩაყარეთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი. კარგად რომ წამოდუღდება, დაუმატეთ მდნარი ყველი. კოვზით აურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ, რომ ყველი გადნეს. დაუმატეთ მსხვილად გახეხილი და ტაფაზე ოდნავ მოშუშული სტაფილო.
სანამ კარტოფილი მოიხარშება, პატარა თასში ან ჯამში მოათავსეთ ერთი კვერცხი, დაუმატეთ სუფრის კოვზი მანანის ბურღული, მარილი და ცოტა ხანს თქვიფეთ.
მერე დააყოვნეთ, რომ მანანის ბურღული ცოტა დაიბეროს. შემდეგ ჩაის კოვზით ნელ-ნელა შეურიეთ ეს ნაზავი სუპს. როდესაც წვნიანი მომზადდება, დაუმატეთ კამა და კიდევ 4-5 წუთი ხარშეთ.