რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / 30 წუთში მოსამზადებელი შოკოლადის მაფინი – გაახარეთ ოჯახის წევრები
30 წუთში მოსამზადებელი შოკოლადის მაფინი – გაახარეთ ოჯახის წევრები
საჭირო მასალა: 

3 კვერცხი, 80 გრამი შაქარი, 80 გრამი შავი შოკოლადი, ცოტა ფორთოხლის წვენი, 30 გრამი ფქვილი, 1 ჩაის კოვზი საფუარი. 1 ჩაის კოვზი ვანილის შაქარი ან ერთი მწიკვი ვანილი, მარილი.

მოსართავად: შაქრის პუდრი, ცოტაოდენი გახეხილი შოკოლადი.

მომზადების წესი: 

შოკოლადი მცირე ნაჭრებად დატეხეთ, მოათავსეთ პატარა ქვაბში და წყლის ორთქლზე გაადნეთ, შემდეგ კი ოდნავ გააგრილეთ. ფქვილს შეურიეთ საფუარი და გაცერით. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა მაცივარში შეინახეთ, გული კი შაქართან, ვანილის შაქარსა და ფორთოხლის წვენთან ერთად ათქვიფეთ მიქსერით 8 წუთის განმავლობაში. 

შემდეგ შეურიეთ გამდნარი შოკოლადი, სურვილისამებრ ცოტაოდენი ფორთოხლის კანი და კარგად აურიეთ. დაუმატეთ საფუართან ერთად გაცრილი ფქვილი და კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ. 

კვერცხის ცილას მწიკვი მარილი დაუმატეთ და ჰაეროვანი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. ათქვეფილი ცილა შოკოლადიან მასას დაუმატეთ და ფრთხილად აურიეთ ისე, რომ კოვზით ცომი ქვემოდან ზემოთ წამოიღოთ.

მაფინის ფორმებს ან მცირე ზომის წაუსვით ზეთი და მოაყარეთ ფქვილი, შემდეგ ფორმებში მოათავსეთ ცომი, შედგით ჰაერღუმელში და 20 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ 175-180 გრადუს ტემპერატურაზე. 

გამომცხვარი მაფინები ფრთხილად ამოიღეთ ფორმებიდან, ჯერ შაქრის პუდრა, შემდეგ კი გახეხილი შოკოლადი მოაყარეთ.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა