საჭირო მასალა:
6 კვერცხი, 150 გრამი ხორცის პაშტეტი, ნახევარ-ნახევარი კონა ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი. გახეხილი ყველი. ნახევარი ქილა მაიონეზი, ერთი საშუალო ზომის ბულგარული წიწაკა მოსართავად.
მომზადების წესი:
კვერცხი მოხარშეთ, გააცივეთ, გაფცქვენით და სიგრძეზე გაჭერით. გული ამოიღეთ, ცალკე თასში გადადეთ, დაამატეთ მაიონეზი და გულმოდგინედ აურიეთ - ეს ძირითადი ინგრედიენტია.
გემოვნების მიხედვით დაუმატეთ მწვანე ხახვი, ოხრახუში, კამა, გახეხილი ყველი, პაშტეტი. დამატებული ინგრედიენტების რაოდენობა კვერცხის გულის საერთო რაოდენობაზე ნაკლები უნდა იყოს.
ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და მიღებული მასით კვერცხის ცილები კარგად ამოავსეთ. თეფშზე მწვანე სალათის ფურცლები მოათავსეთ, თითოეულ ფურცელზე განივად დაჭრილი ბულგარული წიწაკის ნაჭერი დადეთ და მასზე ფარშირებული კვერცხი მოათავსეთ.
ზემოდან შეგიძლიათ ცოტა მაიონეზი მოასხათ.