ახალ ბოსტნეულს და მისგან მომზადებულ კერძს ნუ დადებთ მზეზე, რადგან მზის სხივების გავლენით სასარგებლო ვიტამინები იშლება.
ნუ გათლით და დაჭრით ხილსა და ბოსტნეულს წინასწარ, უმჯობესია ეს უშუალოდ კერძის მომზადების წინ გააკეთოთ.
ბოსტნეული ჯობს მთლიანად ან დიდ ნაჭრენად დაჭრილი მოხარშოთ.
გარეცხილ ხილს და ბოსტნეულს ნუ დატოვებთ წყალში, ამოიღეთ და დააფარეთ სუფთა ჩაის ტილო, ცნობილია, რომ წყლის გავლენით მინერალური მარილები და ვიტამინები იშლება და იკარგება.
მოსახარშად ბოსტნეული უმჯობესია ჩადოთ ადუღებულ და არა ცივ წყალში.
ქვაბს, რომელშიც ბოსტნეული იხარშება, თავსახური მჭიდროდ უნდა ეფაროს, ამასთანავე წყალი სრულად უნდა ფარავდეს ბოსტნეულს.
ხარშვისას ბოსტნეულს მოურიეთ ხის და არა ლითონის კოვზით.
გაითვალისწინეთ, რომ ჯობს ბოსტნეული იყოს ნაკლებად მოხარშული, ვიდრე ჩაშლილი და გადახარშული.
თუ ბოსტნეულის კერძი გაცხელებას ითხოვს, ნუ გააცხელებთ მას რამდენჯერმე მთლიანად, ჯობს ის პატარა ჭურჭელში მცირე ულუფებად გადაიღოთ და ისე გააცხელოთ.
თუ ბოსტნეულის კერძი ალუმინის ჭურჭელში მომზადდა, ის აუცილებლად უნდა გადაიტანოთ ემალირებულ ან მინის ჭურჭელში და ისე შეინახოთ.
ვაშლის და მსხლის კანი გაცილებით ნაკლებ ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ამ ხილის რბილობი.
ციტრუსების კანი კი (ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი, გრეიპფრუტი) დაახლოებით 2-ჯერ მეტ `ცე~ ვიტამინს შეიცავს, ვიდრე მათი რბილობი.
სასარგებლო ნივთიერებების შენარჩუნებას კარგად უწყობს ხელს მარილი, ამიტომ უმჯობესია ბოსტნეული მარილიან წყალში მოხარშოთ.
პომიდორსა და ტკბილ წიწაკაში „ცე“ ვიტამინისა და კაროტინის ოდენობა იკლებს მათი ფუძიდან წვერისკენ.
ქორფა კიტრის კანი ბევრად მეტ ვიტამინს შეიცავს, ვიდრე მისი რბილობი.
კომბოსტოს გარე ფურცლები ბევრად მეტ კეროტინსა და „ც“ ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ფურცლები, რომლებიც მის ღეროსთანაა ახლოს.
ვიტამინების უკეთ შესანარჩუნებლად ჯობს კომბოსტო კი არ მოხარშოთ, არამედ ჩაშუშოთ.
ბოსტნეულისგან მომზადებულ სალათებს წინასწარ ნუ შეაზავებთ მაიონეზით, ზეთით ან ძმრით, ჯობს ეს უშუალოდ სალათის სუფრასთან მიტანის წინ გააკეთოთ.