ისინი ვინც ინდურ სერიალებს უყურებთ, ნახავთ, რომ ლადუ ყველა ოჯახში პოპულარული ნუგბარია. მის პოპულარობას კი გამორჩეული გემო განაპირობებს.
საჭირო მასალა:
2 ჩ.ჭ. - ოსპი
2/3 ჩ.ჭ. - ნუში
2/3 ჭ.ჩ. - კეშიუ (თხილის სახეობა, შეგიძლიათ ჩვეულებრივი თხილით შეცვალოთ)
1, 5 ჩ.ჭ. - შაქრის პუდრი
8 ცალი - ილი
400 გ. 82%-იანი - ნაღების კარაქი
მომზადება:
მოათავსეთ კარაქი სქელძირიან ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე. კარაქი გადნობის შემდეგ ქაფს მოიკიდებს. დაელოდეთ სანამ ერთგვაროვანი ყვითელი მასა არ გახდება.
შემდეგ აჭრას დაიწყებს და ბოლოს სრულიად გამჭვირვალე, ოქროსფერი გახდება. მიღებული მასა ოდნავ გააგრილეთ და დოლბანდში რამდენჯერმე გაწურეთ, რათა მოაშოროთ ნარჩენები.
ოსპი გარეცხეთ და დაყარეთ ფორმაზე და შედგით ღუმელში გამოსაშრობად და მოსახალად, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
კეშიუ (ან სხვა თხილეული) დააბლენდერეთ ან დანით დაკეპეთ (არ უნდა იყოს ძალიან წვრილად დაფქვილი). შემდეგ კი დაყარეთ ტაფაზე და მოხალეთ ოქროსფერ შეფერილობამდე.
მოხალული ოსპი დაფქვით, გაცერით, დაუმატეთ შაქრის პუდრი და დაფქვილი ილი. შეურიეთ თხილეული ერთმანეთს და დაასხით გამდნარი კარაქი (აჯობებს თუ თანდათანობით დაასხამთ, სანამ მასა შეკვრას დაიწყებს). მიღებული მასისგან ხელით გააკეთეთ ბურთულები.
შედგით მაცივარში 1-2 საათით, რათა გამაგრდეს და შემდეგ მიიტანეთ სუფრასთან.