საჭირო მასალა:
¼ ჭიქა (60 გ) კარაქი
½ ჭიქა (100 გ) შაქარი
4 ცალი საშუალო ბანანი
¼ ჭიქა (60 მლ) რომი, 4 ცალი ვანილის ნაყინის ბურთულა
მომზადება:
საშუალო ცეცხლზე შემოდგმულ დიდ ტაფაზე დაადნეთ კარაქი და ყავისფერი შაქარი. გაფცქვენით ბანანი, დააწყვეთ ტაფაზე და 2 წუთის განმავლობაში შეწვით ყველა მხრიდან.
მოასხით რომი და კიდევ 2 წუთს დატოვეთ ცეცხლზე. მიირთვით თბილი ნაყინთან ერთად.
სურვილის შემთხვევაში მოასხით მდნარი შოკოლადი.