რეცეპტები / სალათები / ანანასისა და ქათმის პიკანტური სალათა
ანანასისა და ქათმის პიკანტური სალათა

საჭირო მასალა:

ქათმის მკერდი - 500 გრ

კარტოფილი - 3 ცალი

დაკონსერვებული ანანასი - 1 ქილა

დაკონსერვებული სიმინდი - 1 ქილა

წითელი ბულგარული წიწაკა - 2 ცალი

მწვანილი, მარილი - გემოვნებით

მაიონეზი - 200 გრ

მომზადება:

კარტოფილი მოხარშეთ ან ღუმელში გამოაცხვეთ, ასე უფრო გემრიელი იქნება. შემდეგ გაფცქვენით და კუბებად დაჭერით. 

დაუმატეთ, საშუალო ზომის კუბებად დაჭრილი ანანასი, ასევე კუბებად დაჭერით წიწაკა, სიმინდი.

ქათმის მკერდი მოხარშეთ, გააგრილეთ, საშუალო ზომის კუბებად დაჭერით და დაუმატეთ სალათში. 

შეაზავეთ დაჭრილი მწვანილით, მარილით, მაიონეზით და ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში. 



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა