საჭირო მასალა:
კვერცხი - 2 ცალი
პომიდორი - 2 ცალი
წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
ხახვი - 1 ცალი
ნიორი - 1 კბილი
ზეთი, მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება:
ხახვი რგოლებად დაჭერით. ნიორი გახეხეთ. 5 წუთით მოშუშეთ ზეთში. პომიდვრებს კანი გააცალეთ, წვრილად დაჭერით. ასევე დაჭერით წიწაკა.
დაუმატეთ ხახვთან პომიდორი და წიწაკა და 10 წუთი მოთუშეთ. დაუმატეთ პილპილი და მარილი. შემდეგ პატარა ჩაღრმავება გააკეთეთ და შიგნით ჩაახალეთ კვერცხები.
კიდევ ერთხელ დაუმატეთ მარილი გემოვნებით და დატოვეთ ცეცხლზე, სანამ ცილა კარგად შეიკვრება. დაუმატეთ მწვანილი.