საჭირო მასალა:
ვაშლი - 2 ცალი
ნიგოზი - 50 გრ
თაფლი - 1 ჩ.კ.
ლიმონის წვენი - 1 ჩ.კ.
მომზადება:
კარგად გარეცხილ ვაშლს ზედა ნაწილი მოაჭერით. შეგიძლიათ ქვემოდანაც ოდნავ წააჭრათ, რომ უფრო მყარად დადგეს. თესლებიანი ბუდე ამოაცალეთ. გულამოცლილ ვაშლებს ლიმონის წვენი მოასხით.
ჯამში აურიეთ ნიგოზი და თაფლი და შემდეგ ვაშლის გულში მოათავსეთ. დაალაგეთ ვაშლები ლანგარზე, ზემოდან დაადეთ ვაშლის ზედა ნაწილი, რომ ნიგოზი არ დაიწვას.
გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15-20 წუთით.