რეცეპტები / ევროპული სამზარეულო / გამომცხვარი ყვავილოვანი კომბოსტო – გააბრუეთ სასიამოვნო სურნელით სამზარეულო
გამომცხვარი ყვავილოვანი კომბოსტო – გააბრუეთ სასიამოვნო სურნელით სამზარეულო

საჭირო მასალა:

ყვავილოვანი კომბოსტო - 350 გრ

კვერცხი - 1 ცალი

ბეკონი - 80-100 გრ

ნაღები - 60 მლ

მაგარი ყველი - 60 გრ

ნიორი, მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით

მომზადება:

კომბოსტო დაანაწევრეთ, 10-12 წუთით ხარშეთ ორთქლზე. ბეკონი დაჭერით კუბიკებად და მშრალ ტაფაზე შებრაწეთ.

ერთმანეთში აურიეთ კვერცხი და ნაღები. დაუმატეთ გახეხილი ყველი, დაჭრილი ნიორი, მარილი, პილპილი და აურიეთ.

გამძლე ფორმებში პროპორციულად ჩაალაგეთ კომბოსტო და შებრაწული ბეკონი. მოასხით კვერცხის მასა და ფორმები შედგით 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა