რეცეპტები / სალათები / სტაფილო კორეულად - გემრიელი და სასარგებლო სალათი
სტაფილო კორეულად - გემრიელი და სასარგებლო სალათი

საჭირო მასალა:

500 გრამი სტაფილო, 1 თავი ხახვი, 2-3 კბილი ნიორი, 50-60 მილიგრამი ზეთი, 2 სუფრის კოვზი 9%-იანი ძმარი, 1/4 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი, დაფქული მწარე წითელი წიწაკა, დაფქული შავი წიწაკა, ერთი მწიკვი შაქარი, მარილი.

მომზადების წესი:

სტაფილო სიგრძეზე წვრილად დაჭერით, ნიორი საჭყლეტში გაატარეთ, კორიანდრი ხის დაფაზე ფართოპირიანი დანის ბრტყელი მხრით დასრისეთ. დაჭრილ სტაფილოს მოაყარეთ დასრესილი კორიანდრი, წითელი და შავი წიწაკა, მარილი, შაქარი და ნიორი.

ხახვი წვრილად დაჭერით. ტაფაზე კარგად გააცხელეთ ზეთი, დააყარეთ ხახვი და მოშუშეთ, ვიდრე არ გაყავისფრდება. მოშუშული ხახვი ტაფიდან ნახვრეტებიანი კოვზით ამოიღეთ ისე, რომ ზეთი ტაფაზე დარჩეს. 

ხახვი გადაყარეთ, ცხელი ზეთი კი შეზავებულ სტაფილოს მოასხით. შემდეგ დაუმატეთ ძმარი და კარგად აურიეთ. სუფრასთან მიტანამდე მაცივარში შედგით და კარგად გააცივეთ.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა