ინგრედიენტები:
ქათმის ხორცი - 400 გრ
ხახვი - 1 ცალი
სტაფილო - 1 ცალი
კარტოფილი - 2-3 ცალი
კვერცხი - 2 ცალიწიწაკა, მარილი, მწვანილი - გემოვნებით
მომზადება:
ქათმის ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად, ჩააწყვეთ ქვაბში და დაასხით წყალი.
დადგით ქურაზე, როცა წამოდუღდება, ცეცხლის ალს ჩაუწიეთ და ხარშეთ 10-15 წუთი.
კარტოფილი გაფცქვენით, დაჭეით პატარა კუბიკებად და ჩაყარეთ წვნიანში.
სანამ ქათამი და კარტოფილი იხარშება, ხახვი წვრილად დაჭერით, სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
ხახვი და სტაფილო მოშუშეთ ცოტა მცენარეულ ზეთში და ჩაამატეთ წვნიანში.
ხარშეთ კიდევ 10-15 წუთი.
როცა ქათამი და კარტოფილი მოიხარშება, ცალკე ჯამში კარგად ათქვიფეთ 2 კვერცხი, წვნიანს შუაში მოურიეთ კოვზით და წვრილ ნაკადად ჩაასხით ათქვეფილი კვერცხი ისე, რომ მორევას ნუ შეწყვეტთ.
დაამატეთ მარილი, წიწაკა და დაჭრილი მწვანილი გემოვნებით, ხარშეთ კიდევ 5 წუთი და წვნიანი მზად იქნება.