ინგრედიენტები:
ფენოვანი ცომი - 500 გ
ალუბალი - 500 გ
არაჟანი - 300 გ
შესქელებული რძე - 1 ჭიქა
შაქარი - 1 ს.კ.
კარაქი - 1 ს.კ.
მომზადება:
1. ცომი გააბრტყელეთ თხლად, გაჭერით 6-8 ნაწილად. თითოეულზე დააწყეთ მწკრივში ალუბლები და გაახვიეთ.
2. ღუმელის ფირფიტას წაუსვით კარაქი და დაალაგეთ ნამცხვრები. გამოაცხეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში.
3. შემდეგ გადაიღეთ ლანგარზე, გააგრილეთ. ბლენდერში კარგად ათქვიფეთ შესქელებული რძე, არაჟანი და შაქარი. ეს კრემი მოასხით ნამცხვრებს.
გემრიელად მიირთვით!