რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / შესანიშნავი ნამცხვარი კეფირზე - გემრიელია და ხელმისაწვდომი
შესანიშნავი ნამცხვარი კეფირზე - გემრიელია და ხელმისაწვდომი

ინგრედიენტები:

ფქვილი- 500 გ

შაქარი - 0,5-0,75 ჭიქა

კეფირი - 2 ჭიქა

მცენარეული ზეთი - 2 ს.კ.

სოდა ძმრით - 1 ჩ.კ.

შაქარი ან დარიჩინი მოსაყრელად

მომზადება:

კეფირი ათქვიფეთ მცენარეულ ზეთთან და შაქართან კრემის კონსისტენციამდე. დაამატეთ სოდა, ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცომი გააბრტყელეთ 0,5 სმ სისქის ფენამდე და შემდეგ გადაიტანეთ ღუმელის ფირფიტაზე, რომელზეც წინასწარ წაუსვით ცხიმი ან გადააფარეთ პერგამენტის ქაღალდი.

 ნამცხვარს ზემოდან მოაყარეთ შაქარი ან დარიჩინი და გამოაცხეთ 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში მზადყოფნამდე, სანამ არ მიიღებს ოქროსფერს. ცხელი ნამცხვარი დაჭერით ნაჭრებად.

 

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა