ინგრედიენტები:
ფქვილი - 2 ჭიქა
შაქარი - 1 ჭიქა
კარაქი - 200 გ
ხაჭო - 0,5 კგ
კვერცხი - 3 ც.
სოდა - მწიკვი
ვანილის შაქარი - 0,5 ჩ.კ.
მომზადება:
ცივი კარაქი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. დაამატეთ ფქვილი, სოდა და შაქრის ნახევარი რაოდენობა (1/2 ჭიქა) და კარგად დატკეპნეთ ჩანგლით. უნდა გამოვიდეს ცხიმოვან-ნამცეცოვანი ცომი. ცალკე აურიეთ ერთმანეთში ხაჭო, დარჩენილი შაქარი და კვერცხი.
ფორმას წაუსვით კარაქი და გადაიღეთ მასზე ნამცეცოვანი ცომის ნახევარი, გადაუსწორეთ ზედაპირი. ზემოდან დაადეთ ხაჭო, გაასწორეთ და დაადეთ ნამცეცოვანი ცომის დანარჩენი ნაწილი. გამოაცხეთ 180-200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთი, სანამ არ შეიბრაწება.
გემრიელად მიირთვით!